პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

25 მარტი 2024

18-22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, პორტუგალია (Polytechnic University of Castelo Branco, Portugal) პროფესორს, ჟოზე ვიერას, Erasmus + აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. მოწვეული პროფესორისთვის, დამატებით სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებთან.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია პორტუგალიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.