კავკასიის უნივერსიტეტის სამაგიდო თამაშების კლუბი გეიმინგ სივრცეში

27 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის სამაგიდო თამაშების კლუბმა მიიღო მოწვევა გეიმინგ სივრცე "უბანზე გეიმინგ"-ისგან, რათა კლუბის წევრებს მონაწილეობა მიეღოთ მაფიის თამაშში.

 

შეხვედრა წარმატებით გაიმართა. კლუბის სახელით მონაწილეობა მიიღო 11-მა სტუდენტმა, რომლებიც დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ თამაშში.

 

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ატმოსფერო მეგობრული, ინტერაქტიული და კომფორტული იყო. "უბანზე გეიმინგ"-მა სტუმრებს შესთავაზა სივრცე, რომელიც იდეალურად ერგებოდა თამაშის სპეციფიკას და შესაძლებლობას აძლევდა მონაწილეებს სრულად ჩართულიყვნენ პროცესში.