საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, ტექნოპარკში გაიმართა საუნივერსიტეტო კონკურსის – UNI4VERSE-ის დემო დღე, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელით, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის გამარჯვებული სტარტაპი BioNova მონაწილეობდა.
BioNova-მ დემო დღეზე საკუთარ ინოვაციური იდეასთან ერთად ფიზიკური პროტოტიპიც წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიომასის გადამუშავების შედეგად განახლებადი ენერგიის მიღებას.
მნიშვნელოვანია, რომ BioNova დემო დღის ფარგლებში დასახელდა "ხალხის რჩეულ სტარტაპად", როგორც პროექტი, რომელმაც მოიპოვა აუდიტორიის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა და მოწონება სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლის რეაქციების რაოდენობის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ BioNova წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტუდენტურ სტარტაპს, რომელიც უკვე მოპოვებული აქვს მრავალი აღიარება, მათ შორის:
- სტარტაპი BioNova დასახელებულია წლის აგროპრენერად
- გახლავთ Social Impact Award 2024 - ის გამარჯვებული
- ჯიტას რეგიონალური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული
- დასახელებულია პოლონეთის ტოპ 3 აგრიტექ სტარტაპს შორის
UNI4VERSE-ის წლევანდელი კონკურსის მთავარი თემა იყო- მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები, რაც მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი იდეებით მნიშვნელოვან წვლილი შეიტანონ გარემოსდაცვითი მდგრადობის გაძლიერებაში.
კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს BioNova-ს მორიგ მიღწევას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ განვითარებაში.