კავკასიის უნივერსიტეტის განცხადება

6 ივლისი 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტი გმობს ყველანაირ ძალადობას.

 

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და მათზე ძალადობა ნებისმიერი ფორმით.

 

ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის პროფესიულ საქმიანობას და მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც 5 ივლისს ძალადობის ობიექტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გახდა. ამ ადამიანებს შორის იყვნენ ჩვენი სტუდენტებიც, რომლებიც გვინდა გავამხნევოთ - ვამაყობთ თქვენი პრინციპული, სწორი და პროფესიული გადაწყვეტილებებით.