კავკასიის უნივერსიტეტის ფრენბურთის გოგონათა გუნდი ,,სტუდფესტ 2024’’- ის ჩემპიონატზე

22 აპრილი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ,,სტუდფესტ 2024’’- ის ფარგლებში გამართულ ფრენბურთის ჩემპიონატში, რომელიც ორგანიზებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ.

 

,,სტუდფესტი 2024’’ ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით.