26 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ანტიგენზე დამყარებული Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ.
აღნიშნული ტესტები შპს მედიქალ სერვისის ლაბორატორიამ ჩაატარა.
კავკასიის უნივერსიტეტისთვის, თანამშრომლების ინტერესების დაცვა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია, შესაბამისად ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ამ პროცესის კონტროლისკენ.