1-ელ თებერვალს კავკასიის სადოქტორო სკოლაში გაიმართა ამავე სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, დავით წიკლაურის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერატციო ნაშრომის სახელწოდება: „ტურისტული მიმართულების ბრენდის ცნობადობის გაზრდა, რეკომენდაციები საქართველოსთვის".
დოქტორანტს ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, პროფესორი ბორის ლეჟავა.
დოქტორანტმა წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მას მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.