რეკომენდაციები CEEMAN-ის აკრედიტაციისთვის

11 იანვარი

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ დარგში, ნუგზარ სხირტლაძე, ვიცე–პრეზიდენტი მატერიალური რესურსების დარგში, გურამ ლეჟავა, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამფუძნებელი გოგი თურქია და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ბორის (ბუბა) ლეჟავა. სტუმრებმა CEEMAN-ის საერთაშორისო ხარისხის აკრედიტაციის შესახებ რეკომენდაცია მიიღეს.


აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლას მიღებული აქვს CEEMAN-ის საერთაშორისო აკრედიტაცია. კავკასიის უნივერსიტეტი, ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც 2011 წელს CEEMAN-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.