კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლა (CES) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო კურსისთვის - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლებისას დაწყებით საფეხურზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სასურველია განათლების მეცნიერებების/პედაგოგიკის მიმართულებით)
- დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- კრეატიულობა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ორმაგი დოზის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
- სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა ;
II ეტაპი – გასაუბრება/პრეზენტაცია;
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც პირველ ეტაპს გადალახავენ წარმატებით !
საბუთების მიღება: 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2023 წლის თებერვალი.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.