ჭადრაკის ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტში

2 ივნისი 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა.

 

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ  უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები.

 

გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიის - "ლიბრარეა" 100, 70 და 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ასევე, პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს CU პრეზიდენტის გარდამავალი თასი "CUP 2021" გადაეცა.

 

საპრიზო ადგილები გადაინაწილეს:

 

პირველი ადგილი - საბა მაღლაკელიძე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა

მეორე ადგილი - ოთარ ხოხაშვილი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა

მესამე ადგილი - ირაკლი შარიქაძე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა

 

ჩემპიონატი სტუდენტური ღონისძიებების სამსახურისა და ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.