საჭადრაკო შეჯიბრი კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - "ლიბრარეა"

28 აპრილი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში, ლიბრარეა, საჭადრაკო თამაში გაიმართა. თამაშში მონაწილეობა ჭადრაკის კლუბის წევრებმა მიიღეს. კლუბი სტუდენტების ორგანიზებით შეიქმნა და მას 100-მდე წევრი ჰყავს.

 

შეჯიბრი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 შეგახსენებთ, რომ ლიბრარეა კავკასიის უნივერსიტეტში არსებული ინტერაქციული სივრცეა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები და კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული ნივთები. ეს ადგილი განკუთვნილია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებისთვის, როგორიცაა საჯარო ლექცია, წიგნის პრეზენტაცია, გამოფენა-გაყიდვა, სტუდენტური ღონისძიებები.