ლეილა კარიმის სამეცნიერო ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში „Cell Transplantation“ გამოქვეყნდა

27 აპრილი 2024

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Cell Transplantation“ გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Overcoming Methodological Challenges for Advancing Stem Cell Therapies in Parkinson’s Disease“

 

ნაშრომის ავტორია ლეილა კარიმი (ფსიქოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი), კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის და RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) პროფესორი.

 

იხილეთ სტატიის ბმული.

 

Polgar S, Finkelstein DI, Karimi L. Overcoming Methodological Challenges for Advancing Stem Cell Therapies in Parkinson’s Disease. Cell Transplantation. 2024;33. doi:10.1177/09636897241246355

 

ჟურნალი „Cell Transplantation“ ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 6.8 და კლასიფიკაციით განეკუთვნება A დონეს. იხ. https://www.scopus.com/sourceid/18477

 

პარკინსონის დაავადების ახალი და გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდების ძიება რჩება უაღრესად მნიშვნელოვან გამოწვევად. მიმდინარეობს დებატები პარკინსონის დაავადების მკურნალობაში ღეროვანი უჯრედების კვლევის პოტენციალის შესახებ. ჩვენს კვლევაში განხილულია დოფამინერგული ფეტალური ღეროვანი უჯრედების კვლევები პარკინსონის დაავადების მკურნალობისთვის. კვლევამ დაადასტურება უჯრედების ჩანაცვლების სტრატეგიები ადამიანის ტვინის რეკონსტრუქციაში. მიუხედავად ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებისა, რომ პარკინსონის დაავადების უჯრედული თერაპია განაპირობებს მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევებს და საჭიროა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შემდგომი კვლევების შეწყვეტა, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, კვლევების გაგრძელების აუცილებლობა, რათა გამოვლინდეს ძირითადი გამოწვევები ამ მიმართულების წინსვლის უზრუნველსაყოფად, რომ განვსაზღვროთ ღეროვანი უჯრედების მკურნალობის პოტენციალი პარკინსონის დაავადების მკურნალობაში. ჩვენი კვლევა ხაზს უსვამს შემდგომი კვლევისა და ინოვაციების საჭიროებას, რათა გადალახოს დაბრკოლებები პარკინსონის დაავადების მკურნალობაში ღეროვანი უჯრედების პოტენციალის რეალიზებისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრი