კოიმბრას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

23 ივლისი 2024

15-19 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა კოიმბრას უნივერსიტეტის, პორტუგალია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კოიმბრას ფაკულტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ Erasmus+  თანამშრომლობაზე, შეაჯამეს მიმდინარე აკადემიურ წელს განხორციელებული მობილობები და შეიმუშავეს სტრატეგია სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურისა  და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორთან. 

 

შეხვედრების მსვლელობისას, პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა,  დეტალური ინფორმაცია მიიღეს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.  აგრეთვე, დიდი დაინტერესება მოჰყვა უნივერსიტეტში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს, რომელიც ეხება უნივერსიტეტის მესამე მისიას, საერთაშორისო აკრედიტაციებისთვის მზადების პროცესებსა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს.