საქართველოს კოლონიზაცია, დეკოლონიზაცია და რეკოლონიზაცია

28 მარტი 2025

27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია და დისკუსია ისტორიკოს ბექა კობახიძესთან თემაზე - „საქართველოს კოლონიზაცია, დეკოლონიზაცია და რეკოლონიზაცია“.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს კოლონიზაციისა და დეკოლონიზაციის პროცესების გლობალურ დინამიკაზე და განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აღნიშნული პროცესების კონტექსტში. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.