მმართველობითმა საკონსულტაციო კომპანიამ, "სინერჯი ჯგუფმა", კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული სემინარი ჩაატარა თემაზე - რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის მიდგომები.
სემინარს უძღვებოდა პაპუნა ტოლიაშვილი - "სინერჯი ჯგუფის" მმართველი პარტნიორი.
სემინარი ითვალისწინებდა გამორჩეული კანდიდატებისთვის შემდგომ სამუშაო შეთავაზებას და გრძელვადიან დასაქმების პირობებს.