კავკასიის უნივერსიტეტის 2023 წლის სასკოლო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები

8 სექტემბერი 2022

მიზნები:

 

ა) ქვეყნის განვითარების ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა;

ბ) სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა.

 

 სასკოლო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის სამივე საფეხურის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

 

  კონფერენციები ჩატარდება  შემდეგ სკოლებში:

 

  • კავკასიის ბიზნესის სკოლა - 27 მაისი
  • კავკასიის სამართლის სკოლა - 20 მაისი
  • კავკასიის მედიის სკოლა - 29 მაისი
  • კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა - 29 მაისი
  • კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა - 1 ივნისი
  • კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა - 24,25 მაისი
  • კავკასიის ტურიზმის სკოლა - 22 მაისი
  • კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლა - 22,23 მაისი
  • კავკასიის ეკონომიკის სკოლა - 30 მაისი
  • კავკასიის განათლების სკოლა - 17 მაისი

 

იხილეთ კონფერენციაზე  რეგისტრაციისთვის  და საკონფერენციო მოხსენების მომზადებისთვის საჭირო დანართები.

 

 კავკასიის უნივერსიტეტის სასკოლო კონფერენციის განრიგი.

 

 ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის აკადემიური სტილის სახელმძღვანელო.