კონკურსი: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“

25 ივნისი 2024

24 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად გაიმართა კონკურსი: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“, რომელშიც მონაწილეობას 10-12 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ.

 

გუნდებს 10-15 წუთიანი პრეზენტაციის სახით უნდა წარედგინათ კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით პროექტი.

 

წარდგენილ პროექტებს აფასებდა სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიური.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული პროექტები - პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ნომინაციაზე, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

  • პირველი ადგილი - გუნდი UG Team (პროექტი: ESP-01 Web Server using Arduino)
  • მეორე ადგილი - გუნდი CyberTrio (პროექტი: Phisher - ხელოვნური ინტელექტი და კიბერ-უსაფრთხოება)
  • მესამე ადგილი- Py.3.AI (პროექტი: Eyeless Inteligence)