COST ECO4ALL - საერთაშორისო კონფერენცია რომის უნივერსიტა მერკატორუმში

1 აპრილი 2026

26-27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე მონაწილეობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაცია“ COST ECO4ALL საერთაშორისო კონფერენციაში „მომხმარებელთა უფლებები ცირკულარული ეკონომიკის ეპოქაში: მდგრადი და სამართლიანი წარმოებისა და მოხმარების პრაქტიკისკენ”.

 

კონფერენციას მასპინძლობდა რომის უნივერსიტა მერკატორუმი (იტალია). პროფ. გურანდა ჭელიძემ, მოლდოვას სამართლის აკადემიის მკვლევართან იური ლისნიკთან ერთად, წარადგინა მოხსენება თემაზე:  „ევროპული მიდგომების ტრანსპოზიცია საქართველოში: ნარჩენების მართვის კოდექსი, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა (EPR) და წრიული ეკონომიკა” და შეეხო აღნიშნული მიმართულებით საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს, კონკრეტულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებს. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა მოლდოველ კოლეგებთან ერთად მეორე ერთობლივი კვლევაა COST ECO4ALL ფრაგლებში.

 

კონფერენციის შემდეგ ჩატარდა COST ECO4ALL მმართველი კომიტეტის მორიგი სხდომა, სადაც განიხილეს და შეაფასეს განვლილი სამუშაოები, იმსჯელეს პროექტის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე.