კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - ,,კრეატიული აზროვნება - როგორ დავიწყოთ ჩარჩოს მიღმა ფიქრი და დავაგენერიროთ ახალი იდეები? ''
მასტერკლასს უძღვებოდა, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ირაკლი სვანიძე. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა:
- კრეატიული აზროვნების არსი;
- კრეატიული VS კრიტიკულ აზროვნება;
- დივერგენციული VS კონვერგენციული აზროვნება;
- დიზაინ აზროვნება;
- კრეატიული აზროვნების ტექნიკები.
შეხვედრა მოიცავდა ინტერაქციულ ჯგუფურ ვორკშოპებს, რომელშიც ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.
შეხვედრა გაიმართა გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი. მისი მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა. ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 15 მილიონზე მეტი ადამიანი.