საერთაშორისო კონფერენცია: ,,ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა კულტურული მნიშვნელობის ადგილებში"

16 ივნისი 2023

8-12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდიის ხელმძღვანელი, ლუკა ქობალია, ევროკავშირისა და Black Sea Basin CBC-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის: ,,ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა კულტურული მნიშვნელობის ადგილებში" - ფარგლებში, რუმინეთში იმყოფებოდა.

 

კონფერენციაზე ლუკამ წარადგინა ნაშრომი: ,,მდგრადი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის სინთეზი, წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის მაგალითზე", რომელიც წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის 2021 წლის საბაკალავრო კვლევის შედეგს.