ადიზესის ინსტიტუტის სემინარი

15 ივნისი 2018

15 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ადიზესის ინსტიტუტის სემინარი: „როგორ განვახორციელოთ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში“ გაიმართა.

 

სემინარს საშუალო და მსხვილი ბიზნესის მფლობელები და უმაღლესი რგოლის მენეჯერები ესწრებოდნენ. სემინარის მიზანია, მენეჯერებში ცვლილებების აუცილებლობისა და მისი მართვის პროცესის გააზრება, ერთიანი მმართველობითი ტერმინოლოგიის დანერგვა, სხვადასხვა რგოლს მენეჯერების მართვის სტილის განსაზღვრა (PAEI) და მძლავრი პოზიტიური ენერგიის შექმნა კომპანიაში ცვილებების განსახორციელებლად. ცვლილებების გარდაუვალობა და მათი სწორად მართვა, მუდმივი ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაწყვეტის შექმნა, ამ და სხვა თემებზე, დამსწრეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, ასევე შესაძლებლობა ქონდათ სპიკერისთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ.