30 მარტს, კავკასიის უნივერისტეტმა ოფიციალურად უმასპინძლა გრენობლის ბიზნეს სკოლის დელეგაციას. სტუმრობის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის ბიზნეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით.
კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის უნივერსიტეტის ერობლივი სამაგისტრო პროგრამა უკვე მეათე წელია ფუნქციონირებს და ბიზნეს ადმინისტრირებაში ორმაგი ხარისხის დიპლომის გაცემას გულისმოხმობს. პროგრამა ერთადერთია თბილისში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, რომელიც Financial Times-მა მსოფლიოს პროგრამების ნუსხაში შეიტანა.
პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთის მასშტაბით.