1 მაისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამის სტუდენტის, მარიამ ჯაბაურის და MSc პროგრამის სტუდენტების, მარიამ ხონელიძისა და ნათია გოდერძიშვილის სამაგისტრო ნაშრომების წარდგენა.
მაგისტრანტებმა ნაშრომები წარმატებით დაიცვეს შემდეგ თემებზე:
- მარიამ ჯაბაური - "მოტივაციის როლი მილენიალებისთვის სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად"
- მარიამ ხონელიძე - "ონბორდინგის პროცედურის მნიშვნელობა და როლი თანამშრომლის ემოციურ მიკუთვნილობასა და სამუშაო ბედნიერებაზე"
- ნათია გოდერძიშვილი - "ორგანიზაციული ამბიდექსტერულობის მიღწევის გზები (ამბიდექსტერული ორგანიზაციების აღწერა)"
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - ელენე ჯღარკავა, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო კუნცევა-გაბაშვილი და ნინო ანდრიაძე.