CSB-ის მაგისტრანტების ნაშრომების დაცვა

26 აპრილი 2021

19 აპრილს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

 

მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:

 

  • ანჩა გაიე - "FINANCIAL DEVELOPMENT AND ECONOMIC GROWTH IN THE GAMBIA FROM 1981-2019"
  • ნინო ლობჟანიძე - "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გავლენის ანალიზი კომპანიის ფინანსურ შედეგებზე (საბანკო სექტორის მაგალითზე საქართველოში 2018-2019 წლებში)"
  • ნიკა სამინავა - "მცირე ჰიდრო ელექტრო სადგურების შემოსავლების პროგნოზირების ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა"
  • მარიამ მიგრიაული - "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ კანონმდებლობის გავლენა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე საქართველოში"

 

სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები -  ელენე ჯღარკავა, ერეკლე პირველი, ვახტანგ ბერიშვილი. მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.