14 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა MBA პროგრამის სტუდენტის და MSc პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
- ირაკლი კუტიბაშვილი (MSc) - "საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის ანალიზი, მოთხოვნადი და პრობლემური მიმართულებების კვლევა (კომერციული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით)"
- ალექსანდრე მელიქ-მარუტოვი (MBA) - Business project - Gobuy.ge Ecommerce progress is unstoppable
- ნიკა ორაგველიძე (MSc) - "სამშენებლო კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიები საქართველოში"
კომისიის წევრები იყვნენ: ელენე ჯღარკავა, ნინო ჯინჯოლავა და ნუგზარ სხირტლაძე.
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.