21 ივლისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამის სტუდენტების მარიამ პანკელაშვილის და ნიკა დაშნიანის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
- მარიამ პანკელაშვილი - "საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ - კომპანიების მზაობა, წარდგენილი ინფორმაციის სანდოობა, რეფორმის გავლენა ქართული კომპანიების რეპუტაციაზე საერთაშორისო მასშტაბით"
- ნიკა დაშნიანი - "ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა განვითარებადი ქვეყნების ინვესტიციაზე"
კომისიის წევრები იყვნენ - ელენე ჯღარკავა, გიორგი დანელია და გურგენ კალაშიანი.
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.