CSB-ის პროფესორი MIT-ის უნივერსიტეტში

30 სექტემბერი 2016

30 სექტემბერს, კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ერეკლე პირველმა Fulbright-ის მიწვეული მეცნიერის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამ გრანტის ფარგლებში ერეკლე პირველი გაემგზავრება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), სადაც კვლევით სამუშაოებში ჩაერთვება. ქართველი ახალგაზრდა მეცნიერის კვლევითი პოტენციალით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სრული პროფესორი ს.პ. კოტარი დაინტერესდა. კვლევითი ინტერესების გაზიარების შედეგად კი, იგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში მიიწვია.

 

ერეკლეს კვლევები ფინანსურ აღრიცხვას ინფორმაციული ეკონომიკის ჭრილში განიხილავს და შეისწავლის თუ რა გავლენას ახდენს ფინანსური ინფორმაცია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. 

 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად, სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად სახელდება.