მიმდინარე წლის აპრილში, კავკასიის ბიზნესის სკოლის აფილირებულმა ასისტენტ პროფესორმა, თამარ კარბაიამ აშშ-ს პენსილვანიის შტატის ტემპლის უნივერსიტეტში (Temple University) წარადგინა მისი სამეცნიერო კვლევა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
მოხსენება შეეხებოდა ჰოფსტედის კულტურული განზომილებების გაანალიზებას ორგანიზაციულ კონტექსტში.
ვიზიტი განხორციელდა ტემპლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, საერთაშორისო ექსპერტის, შერი ჰოუპ კულვერის (Sherri Hope Culver) მოწვევით.