CSE-ის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ჰაქ მუნში მასუდულის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

5 ივლისი 2024

5 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში  ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ჰაქ მუნში მასუდულის სადისერტაციო ნაშრომის -" Food Security and Food System Resilience in Crises: A review of Political Economy” საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო მაჰმუდ ხალილი ასისტენტ-პროფესორი კატარის უნივერსიტეტი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ერეკლე პირველი, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • მაჰმუდ ხალილი ასისტენტ- პროფესორი, მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, კატარის უნივერსიტეტი;
  • დავით კეშელავა ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET).

 

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ასისტენტ-პროფესორმა დავით კეშელავამ.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, ჰაქ მუნში მასუდულმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.