28 მაისს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის X სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მიზანია, საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო მმართველობის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების წახალისება ჩაერთონ აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
I ადგილი - ელზა მამუკაშვილი, მარიამ გოგრიჭიანი - „საშუალო განათლების სისტემა საქართველოში ევროინტეგრაციის კონტექსტში“; ხელმძღვანელი - სერგი კაპანაძე
II ადგილი - ირაკლი გეთიაშვილი, მარი მოსეშვილი - ,,ელექტრონული მმართველობა საქართველოში“; ხელმძღვანელი - სვიმონ მასხარაშვილი
III ადგილი - გიორგი კოტრიკაძე - „ძალადობრივი რადიკალიზაციისა და ტერორიზმის გავლენები დასავლურ დემოკრატიებზე XX საუკუნის დასაწყისში და ახლა“; ხელმძღვანელი - გიორგი გოგუაძე
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის კომისიის წევრები იყვნენ:
ეკა აკობია - კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი
გიორგი გოგუაძე - კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ასისტენტი
გვანცა აბდალაძე - კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის მოწვეული ლექტორი
მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.