CSG დოქტორანტთა პროსპექტუსისა და კოლოქვიუმის ზეპირი დაცვა

9 ივლისი 2018

9 და 14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სადოქტორო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ფარგლებში, შედგა 2016 წლის მიღების დოქტორანტთა პროსპექტუსისა და კოლოქვიუმის ზეპირი დაცვები.

 

აღსანიშნავია, რომ როგორც პროსპექტუსის ფორმალურად დაცვა ასევე კოლოქვიუმის ჩაბარება (სულ ორი, პროგრამის განმავლობაში) პროგრამის სავალდებულო კომპონენტებია, რომელშიც დოქტორანტები იღებენ როგორც წერილობით, ასევე ზეპირ უკუგებას და რეკომენდაციებს პროგრამის თუ მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებისგან. აღნიშნული ღონისძიებები მათ ეხმარებათ საკუთარი კვლევითი დღისწესრიგის განვითარებაში.

 

2016 წლის მიღების დოქტორანტებიდან ზეპირი დაცვის კომისიის წინაშე წარსდგნენ შემდეგი დოქტორანტები:

 

  1. ფირცხელანი ნანა, დისერტაციის თემა: ენერგო-რესურსების იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის ენერგოდივერსიფიკაციის პოლიტიკის კვლევა საქართველოს მაგალითზე
  2. ჯულუხიძე გრიგოლ, დისერტაციის თემა: რუსული პროპაგანდის გავლენა ვიშეგრადის სახელმწიფოების შიდა და საგარეო პოლიტიკაზე 2000-2016 წლებში
  3. ლომიძე ნინო, დისერტაციის თემა: ისლამის რადიკალიზაცია და რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე საქართველოში
  4. ანუშიძე ანა, დისერტაციის თემა: აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკა 2003 – 2013 წლებში
  5. ფანჩულიძე ელენე, დისერტაციის თემა: ევროკავშირის მედიაციისა და მშვიდობის მშენებლობის პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებში: ინსტიტუციონალური ჩარჩოს დეფიციტი
  6. კიკნაძე ნიკა, დისერტაციის თემა: „დაჭრილი დათვი და მზარდი დრაკონი: გავლენა ქართულ ვენახზე“
  7. პანკელაშვილი ირინე, დისერტაციის თემა: ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულება რუსეთის გაფართოების პოლიტიკის მიმართ
  8. ქობულია მარიამ, დისერტაციის თემა: აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ლიბიასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, 2011-2013 წლებში
  9. ყაყიჩაშვილი გიორგი, დისერტაციის თემა: ორგანიზაციული სტრუქტურის გავლენა ტერორისტული ჯგუფების ქცევაზე, ტერორისტული ორგანიზაციების: ISIS, AL-QAEDA, ETA-ს მაგალითზე