კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG) აცხადებს კონკურსს პროფესორი, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
- პოლიტიკის მეცნიერება - ასოცირებული პროფესორი: 1
- საერთაშორისო ურთიერთობები - პროფესორი: 1, ასისტენტ პროფესორი: 1
- სოციალური მეცნიერებები - ასოცირებული პროფესორი: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორისთვის
- პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორისთვის
- ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი.
ასისტენტ-პროფესორისთვის
- ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
- კომუნიკაბელური;
- კრეატიული;
- მოტივირებული;
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
- საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
- სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები).
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 27 მარტი 2020 წ.
საბუთების მიღება: 2020 წლის 27 აპრილიდან 2020 წლის 2 მაისის ჩათვლით
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2020 წლის მაისი
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2020 წლის 18 მაისი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელფოსტა: hr@cu.edu.ge; ტელ.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.