CSG-ის სტუდენტი ევროპის ახალგაზრდულ დებატებში

22 აპრილი 2026

კავკასიის სახელმწიფო მართვის სტუდენტი, ლიზი კეჟერაშვილი, CU-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა იტალიაში, მილანში, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგით მე-11 ევროპის ახალგაზრდულ დებატებში. (European Youth Debate 2026).

 

დებატების სესია სამი დღის განმავლობაში ძირითადად მოიცავდა ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობის საკითხებს.  

 

სამი დღის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული 70-ზე მეტი სტუდენტი მრგვალი მაგიდის პრინციპით მუშაობდა და განიხილავდა ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობის საკითხებს.  

 

ლიზი კეჟერაშვილი იყო EU Digital security & Privacy Roundtable-ის წევრი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს ისეთ თემები, როგორიცაა ჩათის კონტროლი (chat control), მონაცემთა შენახვა (data retention), ზედამხედველობა და ჩიპების წარმოება. საბოლოოდ მონაწილეებმა შეიმუშავეს რეალური ანალიტიკური დოკუმენტი, რომლითაც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოება შესაძლებელია ზედამხედველობის გარეშე (სხვა საკითხებთან ერთად). 

 

მათ მიერ შედგენილი დოკუმენტი უკვე გაგზავნილია ევროკომისიაში განხილვისთვის.