საჯარო ლექცია-პოლისემია და ეკვივალენტობის პრობლემა თარგმანში.

30 ნოემბერი 2022

30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის ჩატარდა ღია ლექცია თემაზე: პოლისემია და ეკვივალენტობის პრობლემა თარგმანში. ლექციას წარუძღვა პროფესორი, ლექსიკოგრაფი - თინათინ მარგალიტაძე.

 

ლექციამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ლექსიკონების შედგენისა და მართვის, ელექტრონული თარგმნითი ლექსიკონების გამოყენების, სიტყვის მნიშვნელობის კვლევის, ენებს შორის არსებული სემანტიკური განსხვავებებისა და ინგლისური ენის გავლენით ქართულ ენაში მიმდინარე სახიფათო პროცესების შესახებ.

 

ლექცია წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში.