CSH-ის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

3 მარტი 2020

22 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, კლინიკური ფსიქოლოგიის,  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სამაგისტრო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს სტუდენტებმა:

 

  1. ნია ძერია - მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია;
  2. თამთა ჩქვანავა - ადიქციური ქცევის განვითარების ფსიქოლოგიური მექანიზმები;
  3. ნინო ღვალაძე - ემოციური ინტელექტის გავლენა ცხოვრებისეულ საზრისსა და წარმატებაში;
  4. ნათია წოწოწრია - მედეგობა და პიროვნული ფაქტორები;
  5. ანა ვარდუკაძე - ეგზისტენციის დამოკიდებულება სიცოცხლის საზრისთან - ეგზისტენცი და სოცოცხლის საზრისი.

 

გადამწყვეტი ხმის უფლებით სამაგისტრო კოლეგიის  წევრები იყვნენ: პროფესორი მზია თედიაშვილი, პროფესორი ელენე ჩომახიძე, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ჩიგოგიძე, ასოცირებული პროფესორი შალვა მამინაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მზია გომელაური.