CSL-ის სტუდენტური ერთობის შემაჯამებელი სხდომა

9 ივლისი 2009
შემაჯამებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი ზაზა მარუაშვილი, კავკასიის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამების მენეჯერი ქეთი კალანდაძე, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის დარბაზის შემადგენლობის უმრავლესობა.

სხდომაზე განხილულ იქნა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი საკითხი:

1. პრეზიდენტის უფლებამოსილების დელეგირება;
2. ომბუდსმენის უფლებამოსილების დელეგირება;
3. საპატიო წევრის არჩევა;
4. სტუდენტური ერთობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა;
5. სტუდენტური ერთობის წლიური ანგარიში.

გამომდინარე იმ სასიამოვნო ფაქტიდან, რომ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი მომავალი სასწავლო წლიდან მიემგზავრებიან ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლებლად ერთი სემესტრის განმავლობაში, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალა კავკასიის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტს ირაკლი მიქიაშვილს, რომელიც ამ საქმეს გაუძღვება შემდგომ არჩევნებამდე. კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის რიგით მეოთხე არჩევნები ჩატარდება 2010 წლის იანვრის თვეში. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფაქტის გამოსტუდენტურ ერთობაში განთავისუფლდა ომბუდსმენის თანამდებობა, მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრა კავკასიის სამართლის სკოლის პირველი კურსის სტუდენტს ნუგი წერეთელს. ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება მიენიჭა ასევე პირველი კურსის სტუდენტს მარიამ ჭითანავას.
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის საპატიო წევრად არჩეულ იქნა პირველი კურსის სტუდენტი კახი კახიძე. ეს ფაქტი გამოიწვია მისმა შრომისმოყვარეობამ, მისმა მოწადინებამ ერთობაში ყოფნისა და მის მიერ ჩატარებულმა რამოდენიმე საინტერესო ივენთმა.
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის დარბაზის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდა სტუდენტური ერთობის გამგეობის წევრს სანდრო სამადბეგიშვილს.
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის წლიური ანგარიში ჩაბარდათ დარბაზის წევრებსა და დეკანატს. მოხსენება გააკეთა სტუდენტური ერთობის პრეზიდენტმა გიორგი ზავრაშვილმა; სტუდენტურმა ომბუდსმენმა ირაკლი მიქიაშვილმა; კომუნიკაციების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ეკა გაგუამ; განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ანა სტურუამ.
ყველას დიდ მადლობას გიხდით, რომ აქტიურად იყავით კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის საქმიანობაში. აქტიურად ესწრებოდით ჩვენ მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებას და გვედექით გვერდში.
პატივისცემით კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის გამგეობა.