CSL-ის დაარსებიდან 9 წელი

11 იანვარი


"მოგესალმებით !

დღეს კავკასიის სამართლის სკოლის დაარსებიდან 9 წელი აღინიშნება.

ყველას ვულოცავ CSL-ის დაბადების დღეს!

სწორედ დღეს თავს მოვალედ ვთვლი უპირველესად მადლიერება და პატივი გამოვხატო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბატონ კახა შენგელიას, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრების მიმართ, სკოლისადმი მუდმივად გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის.

დღევანდელი დღე ეკუთვნის კავკასიის სამართლის სკოლის ყველა კურსდამთავრებულს, ყველა ბაკალავრს, მაგისტრანტსა და დოქტორანტს, პროფესურას, სკოლის ადმინისტრაციის წევრებს, სტუდენტური თვითმმართველობის ძველ და ახალ თაობებს, ყველა პარტნიორს, დამსაქმებელსა და კეთილისმსურველს, ყველას, ვინც თუნდაც მინიმალური წვლილი შეიტანა ამ სკოლის ჩამოყალიბებასა და ავტორიტეტის შექმნაში.


ვიმედოვნებ, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, CSL თავის საიუბილეო თარიღს, დაარსების 10 წლისთავს შეხვდება უფრო მეტი წარმატებებით და აღნიშნავს მასშტაბურად, საზეიმო ვითარებაში.

საუკეთესო სურვილებით,

კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი

7 მარტი, 2014 წელი."

{phocagallery view=category|categoryid=457|limitstart=0|limitcount=0}