CSL-ის სტუდენტის წარმატება

13 მარტი 2019

12 მარტს, პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველოს დამფუძნებელი კრების მეასე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, გამართულ ესსეების კონკურსში CSL-ის სტუდენტმა გაიმარჯვა. რომა ვაშალომიძეს სიგელი საუკეთესო ნაშრომისთვის და წმინდა გიორგის მედალიონი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადასცა.

 

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, ქვეყანაში პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი.