CSM პროფესორი

26 დეკემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის მედიის სკოლა (CSM) აცხადებს კონკურსს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.

 

პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)

  • ახალი ამბები
  • ინტერკულტურული კომუნიკაცია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხიმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.

 

კანდიდატის მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ახალი ამბების მიმართულებით დაინტერესებული კანდიდატებისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად, ხოლო ინტერკულტურული კომუნიკაციის მიმართულებით დაინტერესებული კანდიდატებისთვის სასურველია ინგლისური ენის ძალიან კარგ დონეზე ცოდნა.

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები:
  • ახალი ამბები - ჟურნალისტიკის მიმართულებით
  • ინტერკულტურული კომუნიკაცია - კომუნიკაციის სფეროს ფართო პროფილის მიმართულებით

დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები:

  1. საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
  2. სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
  3. სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (ბოლო 5 წლის მდგომარებით);
  4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა 

II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

III ეტაპი – კონკურსის შეჯამება

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2019 წლის 25 დეკემბერი

საბუთების მიღება: 2020 წლის 25 იანვრიდან - 2020 წლის 2 თებერვლის ჩათვლით

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2020 წლის თებერვალი

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2020 წლის 19 თებერვალი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 2 377777

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.