გასვლითი ლექცია კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის

1 ოქტომბერი 2020
25 სექტემბერს, ლისის ტბაზე, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის მე-3 და მე-4 კურსელებისთვის, ინტერიერის დიზაინის ლექციის ფარგლებში, პრეზენტაციების წარდგენა გაიმართა.
 
სტუდენტებმა პრეზენტაციები წარადგინეს თემაზე - თანამედროვე სტილები. სტუდენტები ერთმანეთის მიერ მოძიებულ და მოკვლეულ თემებს გაეცნენ, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და მსჯელობა. 
 
მსგავსი აქტივობები მომავალშიც დაგეგმილია.