კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა "ACM"-ის წევრი გახდა

11 იანვარი

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა Association for Computing Machinery "ACM"-ის წევრი გახდა. "ACM" არის მსოფლიოს უდიდესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო –კვლევითი გამოთვლითი ცენტრი.


"ACM"–ი წევრებს ციფრული ბიბლიოთეკით უზრუნველყოფს და მათ პუბლიკაციებს, კონფერენციებსა და სხვა რესურსებს სთავაზობს.

ასოციაციის წევრობით ტექნოლოგიების სკოლა მეცნიერულ მიღწევებზე უახლეს ინფორმაციას მიიღებს. გარდა ამისა, სკოლა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.