21 იანვარს ქორთიარდ მარიოტში გაიმართა პირველი შეხვედრა Tbilisi GTUG-ის ფორმატში, სადაც კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
GTUG –Google Technology User Groups -მსოფლიოს 95 ქვეყანაშია და გუგლის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ დეველოპერებსა და მომხმარებლებს აერთიანებს, რომლებიც ყოველთვიურად იკრიბებიან და სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ანდროიდ აპლიკაციების „დეველოპმენტს", ქრომის გაფართოებებს და ა.შ.
Tbilisi GTUG ოფიციალურად დარეგისტრირდა gtugs.org-ის მსოფლიო რუკაზე. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ლიდერი და დამაარსებელი, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პირველკურსელი, გიორგი ტყეშელაშვილია.
ჯგუფი ყველასათვის ღიაა და მასში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თემების შერჩევასა და სამომავლო გეგმების შემუშავებაში ყველა წევრი იღებს მონაწილეობას.
უნივერსიტეტებსა და სკოლებში Tbilisi GTUG-ის ღონისძიებები გაიმართება.
Tbilisi GTUG-ის შექმნის მთავარი იდეაა, რომ გააერთიანოს საერთო ინტერესის მქონე ადამიანები, ხელი შეუწყოს მათ შორის ინტერაქციას, გამოცდილების გაზიარებას.
CST-ის სტუდენტი GTUG ჯგუფის დამაარსებელია
11 იანვარი