კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა, დემურ ნოდიამ და გიორგი ტყეშელაშვილმა "ანდროიდ პლატფორმისთვის" ლექსიკონი შექმნეს.
"GTUG"-ის შეხვედრაზე სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია გააკეთეს. ლექსიკონი 50 ათასზე მეტ სიტყვას მოიცავს. მასზე მუშაობა 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. სტუდენტები "GTUG"-ის მორიგ შეხვედრაზე მათ მიერ შექმნილ ახალ პროდუქტს წარადგენენ.