კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსურ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე

16 ივნისი 2020

სამუშაო მოვალეობები:

 

  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
  • ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
  • ხელფასზე ანგარიშსწორების დოკუმენტების მომზადება, გადასახდების დარიცხვა, დაკავება და გადარიცხვა. საბუღალტრო პროგრამაში ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციების გატარება, საპენსიო და საშემოსავლო დეკლარაციების წარდგენა;
  • სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება;
  • დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი სხვა დავალების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის/ეკონომიკის/ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით;
  • შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა (მათ შორის Excel);
  • ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ACCA-ს სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

  

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება (ხელზე): 1000 - 1200 ლარი, კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
  • გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  “ბუღალტერი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!