8 სექტემბერს, კავასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ საბერძნეთში, ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და მსმენელებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის აქტუალური საკითხები საქართველოში.“
კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შარშანდელის მსგავსად, გამართა დისკუსია-საუბარი სემინარის ფარგლებში, რომელსაც ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი ატარებს, სახელწოდებით : „ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო.“
კავკასიის უნივერსიტეტს ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრთან რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. კავკასიის უნივერსიტეტმა ორჯერ წარმატებით ჩაატარა ქართველი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელეთა ჯგუფების საქმიანი მიღება ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის ბაზაზე, მათი რეკომენდაციით რამდენიმე ათენელმა ქართველმა ემიგრანტმა შეძლო კავკასიის უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შეღავათებით სწავლა.