7 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი შეხვდა. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას ნატოსა და ევროკავშირის მიზნების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და აღნიშნული პროცესის პოზიტიური შედეგების შესახებ. შეხვედრის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია აქტუალურ საკითხებზე.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაფუძნდა და 12 წელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს. ცენტრის მიზანია, მოიპოვოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერა და გააქარწყლოს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ის მითები და არასწორი შეხედულებები, რასაც ანტიდასავლური პროპაგანდა ავრცელებს.