ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები Big Four-თან

6 ივნისი 2018
6 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და აუდიტორული კომპანიების მსოფლიოს დიდ ოთხეულს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
 
Big Four-ის წევრი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობები - PwC Georgia, KPMG Georgia, Deloitte & Touche LLC, EY Georgia LLC კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორები არიან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობის მიზნით გაფორმდა, რაც პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მსოფლიოს დიდი ოთხეულის წარმომადგენლებთან ხელი მოაწერა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. აუდიტორულ კომპანიებთან შეხვედრას კავკასიის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
 
სტუმრებმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად კამპუსი დაათვალიერეს.