შეხვედრა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

9 ნოემბერი 2019

11 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

 

შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან ელენე ჯღარკავასთან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან ლევან ყულიჯანიშვილთან და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორთან აკაკი ხელაძესთან.

 

აღსანიშნავია, რომ 24 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო. თანამშრომლობის დაწყების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტმა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი შემოიერთა. ამის შედეგად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში გააგრძელებენ. ამასთან, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც ისინი BOG UNI-ში სწავლისას სარგებლობდნენ.