30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო.
პროგრამის მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური დიპლომირებული მედიკოსების მომზადება და საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებზე.
პროგრამა უზრუნველყოფს ისეთი აზროვნების, ცოდნისა და პრაქტიკული/კლინიკური უნარების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობის წარმატებით წარმართვისა და დიპლომის შემდგომი სწავლის გაგრძელებისთვის.
მიღება, მიმდინარე წელს არარეზიდენტი სტუდენტებისთვის და ერთიანი ეროვნული გამოცდებს გარეშე ჩარიცხვის უფლების მოქნე პირთათვის, ხოლო 2018-2019 აკადემიურ წელს საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გამოცხადდება.