13 დეკემბერს, ბიზნესის სკოლას ACCA-ის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ევროპაში, ელენა ნაუმენკო ესტუმრა.
ელენა ნაუმენკო ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორს, პავლე კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ACCA აკრედიტაციის პროცესის დეტალები განიხილეს.
ACCA-ის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი სტუდენტებსაც შეხვდა და ის სპეციალური შეთავაზებები გააცნო, რაც აკრედიტაციის შედეგად CSB-ის სტუდენტებმა მიიღეს.
ელენა ნაუმენკომ შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერა.